პეკინის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს
სამართალი
906

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, პეკინის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თაგები:
ყაჩაღობა




