“პენიტენციურ დაწესებულებებში Covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის”

ავტორი
Front News საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში Covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის
"ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირების მორიგი ეტაპი გაიმართა და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. კერძოდ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ.
შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია", – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


