Logo

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრებს აქვეყნებს

სამართალი
998
Frontnews image description

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს ავრცელებს.

 

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსთავის ციხე მოტყუებით დაატოვებინეს იმ მიზეზით, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=316&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmoc.gov.ge%2Fvideos%2F620434046072480%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

Advertisement