პესკოვი აცხადებს, რომ ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი მზადდება


ავტორი
Front News საქართველო
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის მზადება დაადასტურა.
"საუბარი მზადდება“, - განაცხადა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს და ნატოს ქვეყნების ლიდერებს გაესაუბრება.
დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ აშშ-მა წარმოადგინა ძლიერი სამშვიდობო გეგმა და დროა, ომი დასრულდეს.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი