პესკოვი - პუტინი მაკრონთან სასაუბროდ მზადაა

ავტორი
Front News საქართველო
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის.
"მან (მაკრონმა) განაცხადა, რომ პუტინთან სასაუბროდ მზად იყო. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერის დროს. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა მაკრონთან დიალოგის დაწყების შესახებ. ამიტომ, თუ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება, მაშინ ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა პესკოვმა.
ორი დღის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს პუტინთან პირდაპირი ურთიერთობის საკუთარი გზის პოვნა და არა შეერთებული შტატების მეშვეობით, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
"ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ჩვენ ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა განაახლონ დიალოგი რუსეთთან - გამჭვირვალობისა და უკრაინასთან ასოცირების გზით. სასარგებლო იქნება ვლადიმერ პუტინთან კვლავ საუბარი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა მოითხოვს ადგილს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან.
აღსანიშნავია, რომ მაკრონის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა 19 დეკემბრის გადაწყვიტეს უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა, რითაც უარი თქვეს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის იდეაზე.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი




