პესკოვი – საომარი მოქმედებები შეწყდება, თუ კიევი ნაციონალისტებს იარაღის დაყრას უბრძანებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა, “დღის ბოლომდე“ დასრულდეს, თუ კიევი ნაციონალისტებს იარაღის დაყრას უბრძანებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“უკრაინულ მხარეს შეუძლია შეაჩეროს ყველაფერი დღევანდელი დღის ბოლომდე, ჩვენ გვჭირდება ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი და ბრძანება, რომ „ჩვენ უნდა შევასრულოთ რუსეთის პირობები“, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება დღის ბოლომდე დასრულდეს, დანარჩენი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ფიქრებია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან.
მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დასრულების სავარაუდო ვადა არ აქვს.
“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი პრეზიდენტის განცხადებებით, რომ სპეცოპერაცია მიდის გეგმის მიხედვით და აღწევს დასახულ მიზნებს“, – განაცხადა პესკოვმა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს