პესკოვი – უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ გამოსვლა “აზოვსტალიდან” თუ იარაღს დაყრიან, მათ შესაბამისად მოეპყრობიან


ავტორი
Front News საქართველო
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, გამოვიდნენ „აზოვსტალის“ ქარხნიდან, თუ ისინი იარაღს დაყრიან.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
“რაც შეეხება სამხედროებს, მათაც შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში. მათ შესაბამისად მოეპყრობიან. ყველა დაჭრილს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პრეზიდენტის ეს სიტყვები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაა, სწორედ აქედან გამოვდივართ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს