პესკოვი – ვარაუდები იმის შესახებ, რომ კრემლია პასუხისმგებელი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია


ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე დასავლელი ლიდერების რეაქცია „ისტერიული“ იყო.
“გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არის. და არის ასეთი განცხადებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ასე ვეკიდებით ამ განცხადებებს”, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთი დაადანაშაულა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს