Logo

პეტრე ცისკარიშვილი - ესენი საერთოდ, შიშებით ხელმძღვანელობენ, გეოპოლიტიკაში, შიდა პოლიტიკაში, მხოლოდ შიში ამოძრავებთ

პოლიტიკა
97
Frontnews image description

თუ პუტინი და მისი მმართველობა დაამხვეს და დაასრულეს, მერე ვინღა იქნება ჩვენი პარტნიორი და ვიღასთან ვისაუბროთო და ამის გამო არ უნდათ, რომ ბოლო, პატარა საცალფეხო ხიდიც დაიწვას ევროპასთან და უკრაინასთან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" შიშების გამოა ჯერ კიდევ შენარჩუნებული აღნიშნულ ქვეყნებთან კომუნიკაცია.

"ესენი საერთოდ, შიშებით ხელმძღვანელობენ, გეოპოლიტიკაში, შიდა პოლიტიკაში - მხოლოდ შიში ამოძრავებთ. ახლა უკვე გარკვეული შიშები გაუჩნდათ დასავლური სამყაროსი - უკრაინის და ევროპის ერთად აღებულის, რომელიც მაგარ ფორმაშია, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის შეკავების საკითხში.

თუ პუტინი და მისი მმართველობა დაამხვეს და დაასრულეს, მერე ვინღა იქნება ჩვენი პარტნიორი და ვიღასთან ვისაუბროთო და ამის გამო არ უნდათ, რომ ბოლო, პატარა საცალფეხო ხიდიც დაიწვას ევროპასთან და უკრაინასთან და ამიტომ ცდილობენ, რომ ეს ძაფი მუდმივად იყოს გაბმული და საკომუნიკაციო არხი არსებობდეს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები