პეტრე ცისკარიშვილი - ისეთი ტიპის ცვლილებებს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების, თავისუფალი მედიის აკრძალა, მოჰყვება პასუხი დასავლეთის მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად ხორციელდებოდეს ისეთი ტიპის ცვლილებები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და თავისუფალი მედიის გაუქმება, ამას აუცილებლად ექნება პასუხი დასავლეთის მხრიდან, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ოცნებას” თუ ჰგონია, რომ ვინმე ვერ მიხვდება თუნდაც საქართველოში ან ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში “ოცნების” დეკლარირებულ განზრახვას ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი მედია, თუნდაც ამას აკეთებდნენ ირიბი, შემოვლითი გზებით და არა პირდაპირი რადიკალური ჩარევით. ყველას ძალიან კარგად ესმის და მას მერე, რაც მოქმედებაში და სისრულეში მოიყვანენ თავის გეგმას თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ გააფორმონ დიქტატურა და ევროპის კანდიდატის სტატუსი რომ აქვს ქვეყანას და იმავდროულად ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებების, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების, თავისუფალი მედიის აკრძალა, ამას მოჰყვება პასუხი დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა