Logo

პეტრე ცისკარიშვილი - ორი დღეა, პროპაგანდა ცდილობს, ნეიტრალიზაცია მოახდინოს ეუთოს დასკვნის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოსდით

პოლიტიკა
160
Frontnews image description

ორი დღეა, პროპაგანდა ცდილობს, რომ ნეიტრალიზაცია მოახდინოს იმ დასკვნის, რომელიც ეუთოს მხრიდან დაიდო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოსდით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თავიანთ მომხრეებს ბრიფინგებით ესაუბრება და აჩვენებს, რომ მათთვის დასავლეთის ქმედებები არაფერს ნიშნავს.

"ორი დღეა, პროპაგანდა ცდილობს, რომ ნეიტრალიზაცია მოახდინოს იმ დასკვნის, რომელიც ეუთოს მხრიდან დაიდო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოსდით იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგის მიძღვნა დასჭირდათ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ვინაიდან, ისინი შინაგანად გრძნობენ, რომ მათ მხარდამჭერებში, რიგით "ქოცებში", ბიზნესწრეებში არის დიდი უკმაყოფილება და შიში იმისა, თუ რა ელოდება ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომელიც დღეს ძალაუფლებაშია და დე ფაქტო მართავს ქვეყანას, ამიტომ, დიდწილად მათ გასამხნევებლად ესაუბრებიან ბრიფინგებით და ასევე ბიძინა ივანიშვილის გასაგონადაც საუბრობენ, რომ დამშვიდდეს, რადგან ბოლო პერიოდია ძალიან განერვიულებულია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს.

ჩვენ ვუყურებთ მოჩვენებით ქმედებებს, თუნდაც იმ ფასების კომისიაზე, რომ გამოვლენ და საუბრობენ ფასების საკითხზე, აქაც ჩანს, რომ როდესაც მათ თავიანთ კონკრეტულ ბიზნესინტერესებს როცა ეხება საქმე, მაშინ შეუძლიათ უარის თქმა გაიაფებაზე და როდესაც ჩვენი შვილების, ქვეყნის ინტერესს ეხება საქმე, იქ უკვე კომპრომისებზე მიდიან, სამწუხაროდ. 

ივანიშვილს მთელი თავისი ფსონი დადებული აქვს პუტინის რუსეთის ხელისუფლებაზე, ამიტომაც, ვითომ არ აინტერესებთ, თუ რას იტყვის მათზე დასავლეთი, სინამდვილეში კი, კარგად ხვდებიან, რომ ყველა ახალი დოკუმენტი, ევროპარლამენტარების პოზიცია და მათი ქმედებები პირდაპირ აისახება მათზე და პირდაპირ ურტყამს ამ ე.წ. ხელისუფლებას. ახლა ბიძინა ივანიშვილი დაბნეული და შეშინებულია, ხედავს, რომ უკვე თავის მომხრეებსაც კი არ მოსწონთ ის, რაც ქვეყანაში ხდება და არ იცის, რა ქნას. ამიტომაა, რომ ბრიფინგებს ბრიფინგებზე მართავენ და ხალხს აჩვენებენ, რომ ვითომ რაღაც შეუძლიათ და რომ მათთვის დასავლეთის მექანიზმები არაფერს წარმოადგენს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები