
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენცია ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
აქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ცენტრის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თაგები:
სკრინინგი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს