“ფართო ლოკდაუნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება”


ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილად არ იგეგმება ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც, ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, რაც კეთდება.
"ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი. ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს