ფაშინიანი – ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული რეფერენდუმის გზით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
სომხეთის მთავრობამ “სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ” კანონპროექტი დღეს დაამტკიცა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინიციატივის სახით კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა, ახლა კი ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია.
“თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ევროპარლამენტშიც განაცხადეთ, რომ სომხეთი მზად არის, იყოს უფრო ახლოს ევროკავშირთან, რამდენადაც ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვთავაზობთ დადებითი პასუხის გაცემას“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
“მთავრობის დე იურე პოზიციაა, რომ მთავრობას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მინდა, აღვნიშნო, რას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ამ პუნქტის მიღწევა ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება იყოს კანონის დონეზე ან თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს