ფაშინიანი – სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას


ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება არავის შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს.
“ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის დაცვა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე, მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ, დინამიკურ ფაზაში.
აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენს მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს