ფიოდოროვი – რუსი ოკუპანტების მორიგი თავდასხმის შემდეგ, დნეპრჰესი კრიტიკულ მდგომარეობაშია


ავტორი
Front News საქართველო
1 ივნისს უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის ღამის თავდასხმის შემდეგ დნეპრის ჰიდროელექტროსადგური კრიტიკულ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
“ამჟამად დნეპრჰესი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ელექტროენერგიის წარმოებაზე საუბარი არ არის. ახლა მოძრაობა მარცხენა სანაპიროდან მარჯვნივ მთლიანად დაბლოკილია, ამიტომ ჩვენი მცხოვრებლები შეზღუდული არიან მოძრაობაში. დღეს შემოვლით გზად ორი ხიდია გამოყენებული”, – განაცხადა ფიოდოროვმა.
მისივე თქმით, სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გაიხსნება თუ არა მოძრაობა.
ფიოდოროვმა აღნიშნა, რომ პარასკევი რეკორდული დღე იყო რეგიონში რუსების თავდასხმების რაოდენობით – მტერმა 500-ზე მეტჯერ შეუტია ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ უბნებს.
თაგები:
ივან ფედოროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს