Logo

ფიშერი - არ მომისმინეს, რადიკალი არ ვარ, გერმანია მეგობრად რჩება

პოლიტიკა
384
Frontnews image description

საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი “დაბარება”. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დააკისრა.

"საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი “დაბარება”. გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემს წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებიც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას.

არ მომისმინეს.

რადიკალი არ ვარ.

გერმანია მეგობრად რჩება”, - წერს ფიშერი. 

 

Advertisement