Logo

ფიშერი - ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა, უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის

პოლიტიკა
676
Frontnews image description

დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოისმენს უწყებისგან პოზიციას და ასევე, მტკიცედ უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ.

"მე დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას გადმომცემენ, მაგრამ ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ. მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას", - განაცხადა ფიშერმა.

Advertisement