Logo

ფიშერი - ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს

პოლიტიკა
150
Frontnews image description

ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილს დაღუპული ადამიანები იყვნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხი.

"ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს. აქ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ამიტომ, ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას, ასევე, მსოფლიოს ყველა იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. 

აქ იმისთვის ვარ, რომ 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მივაგო. მე აქ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვარ", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა. მათ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს და დახოცეს.დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები