Logo

ფიშერი - იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები

პოლიტიკა
12 საათის წინ / 13:40
Frontnews image description

იმიტომ (არ მივიწვიეთ), რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოზეა დამოკიდებული, დაუბრუნდება თუ არა სწორ გზას.

"იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს. 

იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, თავისი ყველა მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა, პარლამენტი, ბიზნესსექტორი, არამედ ყველა წევრიანდება. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.

Advertisement