Logo

ფიშერი - ვნახავთ, რა იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ჩვენ მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას

პოლიტიკა
292
Frontnews image description

ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით ყველა ფუნდამენტურ სფეროში. არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ სანქციებს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უნივერსალური უფლებების სტანდარტების და ადამიანის უფლებების შეთანხმებების საფუძველზე,  - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმი პრივილეგიაა, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე.

"არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ სანქციებს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უნივერსალური უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც საქართველომ თავად მოაწერა ხელი, მათ შორის, გაეროს, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებების ქარტიებს. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ამას მომავალშიც გავაკეთებთ, თუ საჭირო იქნება. 

ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით ყველა ფუნდამენტურ სფეროში. ურთიერთობები ევროკავშირთან, გერმანიასთან ღრმა კრიზისშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. გამოსავლის გასაღები საქართველოშია, მხოლოდ საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობიდან ქვეყნის კარგი, საიმედო პარტნიორები ვიყავით. ჩვენ გვინდა, განვაგრძოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოსაც სურს, იყოს კარგი პარტნიორი ჩვენთვისაც. უვიზო რეჟიმი პრივილეგიაა, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე და ევროკომისიამ ახლა ჰკითხა საქართველოს  სრულდება თუ არა ეს პირობები. ვნახავთ, რა იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ჩვენ მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

Advertisement