Logo

ფიცო - ლიეტუვამ და ლატვიამ გამოაცხადეს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ მოგვცემენ

მსოფლიო
60
Frontnews image description

ლატვიამ და ლიეტუვამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებას გეგმავს, საჰაერო სივრცე დაუხურეს.

"ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ მოგვცემენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ აძლევენ.

დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩვენი გეგმები ჩაშალა", – განაცხადა ფიცომ.

გასულ წელს, ევროპელი კოლეგების პროტესტის მიუხედავად, რობერტ ფიცო მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე მაინც ჩავიდა. მაშინ პუტინის ევროპელი სტუმრები მხოლოდ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი იყვნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები