ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი უკრაინის შესახებ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი დღეს ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა მისცემს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ 20 წლის შემდეგ, როდესაც უკან გავიხედავთ, ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ სწორად მოვიქეცით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში, კიევში ვიზიტის შემდეგ.
წინა დღით ის კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა წევრობის განაცხადში დარჩენილი საკამათო საკითხები განეხილათ. მომდევნო კვირის ბოლოს კი ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს რეკომენდაცია იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა ივნისში ევროკავშირის სამიტზე ერთიანი პოზიციით მიღწევა, რომელიც ასახავს უკრაინის ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს.
თაგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს