ფოთში დაკვამლიანებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მომვლელი, 70 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მეზობლების თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, გასათბობ ლეიბს გაუჩნდა და ძლიერი დაკვამლიანების შედეგად, ორივე გაიგუდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა