ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, ახალ რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივი ინფორმაციით, კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, რის გამოც სპეციალისტები გამოიძახეს. გაწმენდითი სამუშაოების დროს კი მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ასევე მობილიზებული არიან პოლიციის ეკიპაჟები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს