ფოთის მერი - ურბანული განვითარების მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: სახურავის მოწყობა; ფასადის რეაბილიტაცია; ბინის თბოიზოლაცია; ფასადის განათება; ფასადზე ფრანგული აივნების მოწყობა.
წლის ბოლომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე:
ნაბადის უბანში - ჭავჭავაძის ქუჩაზე, მალთაყვის უბანში - გურიის ქუჩაზე, ცენტრის უბანში - ნინოშვილის ქუჩაზე (ე.წ. გრუზრიბის ბინები).
"ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქალაქის ყველა უბანში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ურბანულ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ვიზუალურ იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს უფრო კომფორტულს გახდის“, - განაცხადა ფოთის მერმა.
თაგები:
ფოთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს