Logo

ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

რეგიონები
46
Frontnews image description

დღეს, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

"ჩვენთვის, ახალგაზრდების ჩართულობა მხოლოდ პრიორიტეტი არ არის - ეს ფოთის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - UNDP, UNICEF, ILO და FAO-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ფოთი ყოველთვის იყო ურთიერთკავშირების და ახალი შესაძლებლობების ქალაქი და ჩვენ ამ გზას აქტიურად ვაგრძელებთ", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები