Logo

ფოთის ყველა საბავშვო ბაღს ახალი სათამაშოები გადაეცა

რეგიონები
77
Frontnews image description

ფოთის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახალი სათამაშოები გადაეცა.

"სათამაშოების შესყიდვის პროცესი განხორციელდა მოქმედი სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და აღსაზრდელთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით.

შეძენილი ინვენტარი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან არის დამზადებული.

ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების სათამაშოებით შევსებისა და განახლების პროცესი მომდევნო სააღმზრდელო წელსაც გაგრძელდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

თაგები:

ფოთი
Advertisement