ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს


ავტორი
Front News საქართველო
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მის კანდიდატურას მხარი ფედერალური კრების წევრების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, მას ხმა კრების 1425 წევრიდან 1045-მა მისცა, 86-მა კი თავი შეიკავა. 66 წლის შტაინმაიერს მხარი სამთავრობო კოალიციაში შემავალმა ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა. შტაინმაიერის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ექიმი გერჰარდ ტრაბერტი („მემარცხენეები“), ეკონომისტი მაქს ოტე („ალტერნატივა გერმანიისთვის“) და ასტროფიზიკოსი შტეფანი გებაუერი („თავისუფალი ამომრჩევლები“).
გერმანიაში პრეზიდენტს ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც ბუნდესტაგის და ბუნდესრატის წევრისგან შედგება.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად პირველად 2017 წელს აირჩიეს.
თაგები:
გერმანია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა