Logo

ფრიდრიხ მერცი - უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს

უკრაინა
156
Frontnews image description

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მივესალმებით.

საკონტაქტო ხაზი უნდა დარჩეს ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად", - წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.

Advertisement