პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა
კულტურა
15.07.2021 / 10:44


ავტორი
Front News საქართველო
20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებულის დიპლომთან ერთად, პიანისტს ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცემა.
მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში გუშინ საღამოს ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა.
თაგები:
