Logo

“პიკური პერიოდი დაგვიდგება მომავალი თვის პირველ ორ კვირაში”

საზოგადოება
1034
Frontnews image description

ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მომავალი თვის პირველ ორ კვირაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება.

"ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება. ყველანაირი პროგნოზით, ჩვენ პიკური პერიოდი დაგვიდგება თვის ბოლოს, მომავალი კვირის პირველ ორ კვირაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყოს. დღეს მოქმედი შეზღუდვები და რეკომენდაციები, მხედველობაში მაქვს ღამის კარანტინი, შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის შეჩერება, პირბადის ტარებისა და დიდი თავშეყრის განსაკუთრებული კონტროლი – ეს ყველაფერი ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თაგები:

Advertisement