Logo

“პირდაპირ არ უთქვამს დაიღუპაო, მაგრამ მიგვანიშნა, ამის მიმართულებით წაიყვანა საუბარი”

საზოგადოება
933
Frontnews image description

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი შესაძლოა, დაღუპული იყოს – ამის შესახებ ექთნის ბიძა ტარიელ ბაქრაძე საუბრობს.

"ბატონმა ლევანმა მიგვანიშნა, რომ ცუდის მანიშნებელია, ამ წუთას რა მდგომარეობაც არისო. პირდაპირ არ უთქვამს დაიღუპაო, მაგრამ მიგვანიშნა, ამის მიმართულებით წაიყვანა საუბარი. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ სავარაუდოდ, გარდაიცვალა პაციენტი, თუმცა პირდაპირ გარდაცვალების ფაქტი არ დაუდასტურებიათ და არ უთქვამთ. პაციენტთან არ შეგვიყვანეს ჩვენ, არ გვაჩვენებენ", -განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

თაგები:

Advertisement