Logo

პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

სამართალი
270
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებს და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები