პისტორიუსი - ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა აღმოჩნდეს ისეთ პოზიციაში, სადაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. ის უკრაინაში არსებული ვითარების, ასევე ქვეყნისთვის შემდგომი მხარდაჭერის განხილვას გეგმავს.
ვიზიტის დროს პისტორიუსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მან თავი დაიცვას და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც რუსეთი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“, - განაცხადა პისტორიუსმა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს, გერმანია კიევის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა, რომელიც მას ფართომასშტაბიან სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ბერლინმა უკრაინას თანამედროვე იარაღი გადასცა, კერძოდ, IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, Leopard 2 ტანკები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.
გერმანია ასევე მხარს უჭერს უკრაინას ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. გარდა ამისა, ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების აქტიური მომხრეა.
"რამშტაინის" ბოლო შეხვედრის დროს გერმანიამ დაამტკიცა 5 მილიარდი ევროს (5.76 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს: უკრაინაში წარმოებული შორი მოქმედების იარაღის დაფინანსებას; საჰაერო თავდაცვის სისტემების, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას.
თაგები:
ბორის პისტორიუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს