პიტერ სტანო – ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს.
ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით”.
“ჩვენ განვიხილავთ [საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას”, – განაცხადა პიტერ სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.
თაგები:
პიტერ სტანო




