Logo

“პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ”

საზოგადოება
329
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენი დეტალი განიხილეს. 

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში დიალოგი ხვალ გაგრძელდება. 

"პირველ რიგში, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ბატონ დანიელსონს საქართველოში მეორედ ჩამოსვლისთვის და მისი ძალისხმევისთვის. რა თქმა უნდა ვაფასებთ, მისი მეორედ ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის ინტერესი არის დიდი საქართველოსა და ჩვენს ქვეყააში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაოდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღეს 6 საათზე, კიდევ გვექნება ერთი შეხვედრა და გაგრძელდება იქ ამ დეტალების განხილვა. ხვალ ალბათ, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი", – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

"ის რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სურათი როგორადაც არ უნდა წარმოვიდგინოთ, თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. აქედან გამომდინარე, პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობა არის ეს რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება", – განაცხადა კობახიძემ.

თაგები:

Advertisement