პოდოლიაკი – არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო


ავტორი
Front News საქართველო
არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა „უფრო კორექტულად“ უნდა მიუდგეს იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.
“საერთო ჯამში, ეს ცოტა უცნაური განცხადებები, არამხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ასევე, გარკვეული ხალხისაა ევროპის პოლიტიკური საზოგადოებიდან. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს. მეორეც, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს მინსკი-3-ს, შესაბამისად გაჭიანურებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამაზე გაცნობიერებულად არ წავალთ.
ჩემთვის, ომის 83-ე დღეს სრულიად გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ევროპაში ასეთი აზრები. სავარაუდოდ, მათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთთან ბიზნესის წარმოების მათთვის ჩვეულ წესებს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ იქნება, რადგან დაფიქსირებულია რუსეთის სამხედრო დანაშაულები დიდი მასშტაბით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა, „რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა“.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს