პოდოლიაკი – ბირთვული შანტაჟი შესაძლოა, დიდ კატასტროფად იქცეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რეგულარულად ახორციელებს პროვოკაციებს და არ იცავს სადგურის უსაფრთხოების წესებს, რაც შეიძლება დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე “ცეცხლს ეთამაშება“.
“კრემლს მიაჩნია, რომ ეს არის “რისკის მართვა”, მაგრამ უხეშ შეცდომებს უშვებს. რუსებს არ ჰყავთ პერსონალი, არღვევენ უსაფრთხოების პროტოკოლებს, რუსული არმია კი გამუდმებით პროვოკაციებს ახორციელებს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ასეთი შანტაჟი შეიძლება დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს