პოდოლიაკი - ეს განცხადება პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა, მაგრამ აბსოლუტურად ზუსტად ჯდება კრემლის პოლიტიკის პარადიგმაში

ავტორი
Front News საქართველო
ეჭვგარეშეა, მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ეჭვგარეშეა, ბატონი სააკაშვილი პუტინის ტყვეა, პუტინის პატიმარი. მისი დაკავება და ამდენი ხნით ციხეში გამოკეტვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ის ამ პროცესში მონაწილეობს როგორც რუსული დიქტატურის მოსამსახურე პერსონალი. ეს ხდება იმიტომ, რომ ბატონმა სააკაშვილმა, როგორც რეფორმატორმა, შექმნა ახალი საქართველო, გაამყარა ევროატლანტიკური პერსპექტივები და საქართველოს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი ქვეყანა ადამიანებისთვის.
ყველაფერი, რასაც დღეს თქვენი ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი, რასაც კობახიძის ხელისუფლება სჩადის, უფრო სწორად, ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ეს არის რუსეთის დიქტატორული რეჟიმის სამსახურში ჩადგომა. რატომ აკეთებენ ამას, გაუგებარია", - განაცხადა პოდოლიაკმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში არეულობის მოსაწყობად გამოაგზავნა, პოდოლიაკის თქმით, ეს პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა.
"ბატონი პაპუაშვილის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, ის აბსოლუტურად ზუსტად ჯდება კრემლის საინფორმაციო ომის და რუსული პოლიტიკის პარადიგმაში. მაქსიმალურად გამომწვევი, მდაბიო, აგრესიული და უსარგებლო განცხადებაა, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ ასაზრდოოს ასეთი მარიონეტული რეჟიმები რიგ ქვეყნებში და შეეცადოს გარკვეული დროით მართოს ეს ტერიტორიები", - განაცხადა პოდოლიაკმა.
თაგები:
მიხაილო პოდოლიაკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


