პოდოლიაკი – მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთის “რეკორდული მოსავალი” უკრაინიდან მოპარული მარცვლეულია


ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთის “რეკორდული მოსავალი”, რომლითაც „ამაყობს“,უკრაინიდან მოპარული მარცვლეულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი ამაყობს “ისტორიაში მარცვლეულის რეკორდული მოსავლით” აფრიკასა და აზიაში სასურსათო კრიზისის ფონზე.
“შიმშილი ჩვენთვის შანსია”, – გულახდილად ამბობენ რუსი პროპაგანდისტები. მსოფლიომ უნდა იცოდეს: „რეკორდული მოსავალი“ უკრაინელი ფერმერებისგან მოპარული მარცვლეულია. რუსეთის ფედერაციის ნამდვილი სახე – მკვლელები, ქურდები, ჯალათები“, – წერს პოდოლიაკი.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს