Logo

პოდოლიაკი – უკრაინა თავს დაიცავს ყველა საშუალებით, მათ შორის, რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით

უკრაინა
388
Frontnews image description

უკრაინა ყველა საშუალებით ეცდება თავის დაცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ბაზებზე და საწყობებზე დარტყმების განხორციელებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

 

“უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ყველა საშუალებით, მათ შორის, რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს,“ – წერს მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

Advertisement