Logo

Politico - ტრამპმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან ომი დასრულდა

მსოფლიო
133
Frontnews image description

Politico-ს ინფორმაციით, 1 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან ომი დასრულდა.

Politico-მ მოიპოვა წერილი, რომელშიც თეთრი სახლი საკუთარ პოზიციას ასახავდა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა უკვე 60-დღიან კანონით დადგენილ ვადას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ოპერაციები უნდა შეწყდეს, თუ კანონმდებლები სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვას არ მისცემენ.

ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ფაქტობრივად აჩერებს ამ ვადას.

"2026 წლის 7 აპრილის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სროლები არ ყოფილა. 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები შეწყდა“, - აცხადებს პრეზიდენტი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეტყობინება ესკალაციის თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი, სადაც ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერის დაკარგვის პერსპექტივის წინაშე დგას, რადგან ომი მკაფიო გამოსავლის სტრატეგიის გარეშე გრძელდება.

ამასთან, დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად შემცირდება.

"როგორც კი, ეს ომი დასრულდება, ბენზინის, ნავთობის და ყველაფრის ფასი დაეცემა, მაგრამ ახლა, ამ მომენტში, საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. დღეს შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნებისმიერ დროს. ჩვენ ნამდვილად კარგად ვართ. ახლა ბენზინის ფასი მაღალია. სხვა ფასები დაეცა, მაგრამ ბენზინის ფასი მაღალია“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ომის დასრულება ასევე ნიშნავს "სამყაროს ირანის ბირთვული იარაღის გარეშე“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები