Logo

პოლიცია აბაშაში 62 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს ეძებს

საზოგადოება
1503
Frontnews image description

სამეგრელოში 62 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს. შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს და მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

თაგები:

Advertisement