Logo

პოლიციამ აჭარაში ძებნილი პირი დააკავა

სამართალი
112
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა  და  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო  საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი  - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული დ.ქ.  დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა.  

პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა. 

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement