Logo

პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა

საზოგადოება
245
Frontnews image description

პოლიციამ ორგანიზაცია მოძრაობა "საქართველოსთვის" ორი აქტივისტი – ნიკოლოზ ნარსია და რუსკა მჭედლიძე დააკავა.

სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე სისტემის ჩავარდნასა და არაეფექტურ გამოძიებას აპროტესტებდნენ და მსვლელობას გადაადგილების შეზღუდვის საათებში ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გეგმავდნენ.

აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა 20:30 სთ-ზე დაიწყეს და დაუმორჩილებლობის ნიშნად, მთავრობის მიერ შემოღებული გადაადგილების შეზღუდვა შეგნებულად დაარღვიეს.

ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგონას ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს.  მას ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება.

თაგები:

Advertisement