Logo

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი "სუბუტექსი" ამოიღო

სამართალი
251
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - "სუბუტექსის“ 619 აბი. ბრალდებული გ.ზ. სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სამალავიდან მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალების დაუფლებას ცდილობდა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement