პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს.
მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა.
დანაშაულები თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1988 წელს დაბადებულ გ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2025 წლის 22 სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ბ.-ზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნ.ბ. თბილისში დააკავეს.
დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ შსს-ში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


