Logo

პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა

სამართალი
69
Frontnews image description

რუსთაველზე მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის მარში თსუდან დაიწყეს.

გზადაგზა სკანდირებენ - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, "თავისუფლება მათეს".

საპატრულო პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ, რის შემდეგაც დაახლოებით შვიდი პირი დააკავეს.

იქამდე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი ქეთევან ხუსკივაძე და დავით გუნაშვილი.

20 წლის მათე დევიძე გასული წლის 19 ნოემბრის აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. 4 წლით და 6 თვით პატიმრობა კი 12 ივნისს მიუსაჯეს.

Advertisement