პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ყ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ე.ვ.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სარგებლობაში არსებული სასაწყობე ფართის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი" „გამომშრალი მარიხუანა", „ტეტრაჰიდროკანაბინოლის “ შემცველი მასა და „მცენარე კანაფი".
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დათესვა-მოყვანისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს